22.მარტი .2020 10:37

საქართველოში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა

views 1971
უკან

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

"ჩვენ მონიტორინგს ვაწარმოებთ პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტზე, ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. აქედან, ერთმა პაციენტმა გუშინ უკვე დატოვა ჩვენი დაწესებულება და მეორე დღეს დატოვებს. ე.ი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, გამოჯანმრთელებულია რიგით პირველი, მეორე და მესამე პაციენტები. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის ერთი – გამოჯანმრთელების. კარანტინის რეჟიმში – 1966, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი იმყოფება.