მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

5e898e3f30d28
თელარა გელანტია
05.04.20 11:45
5777
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონია. 

ამის  შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

"გუშინ გითხარით, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ტერმინალური, ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილი იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს, მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, ვინაიდან შემოყვანისთანავე მჟავე ტუტოვან წონასწორობაში იყო 7.0, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითქმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული გიპერტენზიით“ ,- განაცხადა რატიანმა.
სულ ვირუსმა 2 პაციენტი იმსხვერპლა.