საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი.
შესაბამისი ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stocov.ge.
ამავე გვერდის ინფორმაციით, ამ დრომდე ქვეყანაში დაინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247.