მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი არ გაზრდილა

5e58c10502e5f
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.20 11:35
1317
ინფექციურ საავადმყოფოში 28 პაციენტია განთავსებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე ჩატარებული კვლევებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში არ გაზრდილა.

„გუშინ ცენტრი დატოვა ექვსმა პაციენტმა, ისინი როგორც ყოველთვის საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები. ინფექციურ საავადმყოფოში 17 პაციენტი შემოვიდა, რომელთაგან კვლევა, ჯერჯერობით, 11-ს ჩაუტარდა - მათი პასუხი კორონავირუსის ინფექციაზე უარყოფითია. დანარჩენი ტესტები, როლებიც გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიწყო და კეთდება, დღეს შუადღისთვის იქნება ცნობილი. სიტუაცია ჩვენს სტაციონარში სტაბილურია.

tv "პირველის" თანამშრომლის მდგომაროებაc დამაკმაყოფილებელია, ის იმ ექვს პირს შორისაა, რომელიც ბინაზე გავუშვით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.