19.მარტი .2020 10:33

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 40-მდე გაიზარდა

views 925
უკან

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, - ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-ს შეადგენს, მათ შორის 1 გამოჯანმრთელებულია.

ვებგვერდის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში - 1344 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი- 216.