საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stocov.ge-ის მონაცემებით, უკვე 103 დაინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.
გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ახლა უკვე 20 გამოჯანრთელებულია.
ამავე გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5 114 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 263.