13.მარტი .2020 21:46

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღეს არ გაზრდილა

views 2114
უკან

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღეს არ გაზრდილა. ამ დრომდე საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული დაინფიცირების 25 შემთხვევაა გამოვლენილი.

"უკვე ორი დღეა ჩვენ დავიწყეთ დეცენტრალიზაცია ლაბორატორიული კვლევების, ვატარებთ უკვე ქუთაისში და ბათუმშიც და თავისთავად ლუგარში. დაახლოებით 35-მდე ნიმუში იქნა გატესტილი დღეს ამ სამ წერტილში და ყველა ნიმუში საბედნიეროდ უარყოფითია. თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული ნიმუში გახლავთ კვლევაში", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 314, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 63 ადამიანი იმყოფება.