მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდა

5e7cf4fb95eef
თამთა ჯიჯავაძე
26.03.20 22:23
1626
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია bm.ge-ს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ დაუდასტურა.

"იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში გაკეთდა ანალიზი და დაგვიდასტურდა კიდევ ერთი დადებითი შემთხვევა. სულ დღეს გაკეთდა 25 ლაბორატორიული შესაძლო შემთხვევის კვლევა. აქედან ერთი გვაქვს დადებითი, რომელიც არ არის ადგილობრივი შემთხვევა, არის შემოტანილი, საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება", - განაცხადა გოჩა გიორგაძემ.

შეგახსენებთ, ამ დრომდე დაინფიცირების 79 შემთხვევა იყო დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11-ია.