მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 174-მდე გაიზარდა

5e89eabbc63e3
თელარა გელანტია
05.04.20 19:32
1542

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 174-მდე გაიზარდა. 4 ახალი პაციენტიდან 1 პაციენტის წყაროა სომხეთიდან ჩამოსული პირი, დანარჩენი 3-ის კი - ეროვნული ბანკი.

ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები ასეთია: 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 174;
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 36;
მათ შორის გარდაცვლილი- 2;
კარანტინის რეჟიმში - 5067;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.

ახალ ინფიცირებულებზე მონაცემები Stopcov.ge-ზე ჯერ არ განახლებულა.