08.მარტი .2020 11:19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ ადამიანს ორმხრივი პნევმონია აქვს

views 89219
უკან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით მოთავსებულ ერთ პაციენტს პნევმონია აქვს. ამასთანავე, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა მართვას ექვემდებარება. 

"პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და მას მძიმედ გამოხატული კლინიკა ჰქონდა, ჯერ-ჯერობით მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცხელება ჯერ-ჯერობით გრძელდება. რენდგონოლოიგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე შეფასებული იქნა, როგორც მაინც ფილტვის ანთება და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა და დინამიკაში ცხელების გახანგრძლივების გამო ჩატარდა გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აქ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა მართვას ექვემდებარება ჯერ-ჯერობით, კლინიკო-ლაბოტაროტიული მონაცემებით მასთან არის ცვლილებები, მაგრამ მათი კორეგირება ამ ეტაპზე შესაძლებელია და ჩვეულებრივ მას მკურნალობა უგრძელდება. დანარჩენი ყველა პაცინეტის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება. ეს ნიშნავს, რომ ზოგთან ცხელება გვაქვს დაბალი 37-დან 37.4-მდე, ზოგთან იშვიათი ხველა გვაქვს, ზოგთან სხვა გამოვლინება და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით ყველასთან შეინიშნება ერთ-ორი ნიშანი ცვლილების რომელიც მეტ-ნაკლებად დინამიურად არ ღრმავდება და არ უარესდება. ამ ეტაპზე ჩემთან წევს 12 პაციენტი,"- ამბობს მარინა ეზუგბაია. 

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების სულ 13 შემთხვევა არის გამოვლენილი. ინფიცირებულთა უდიდეს ნაწილს ვირუსის სიმპტომები იტალიაში მოგზაურობის შემდეგ გამოუვლინდა.