17.მარტი .2020 10:18

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა

views 1185
უკან

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა.

საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია - 33, კარანტინში გადაყვანილია - 1008, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 64 მოქალაქე.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. დღეს ელოდებიან რიგით მეორე პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს. ექიმები ვარაუდობენ, რომ მას ვირუსი აღარ ექნება.