მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსზე ამჟამად 18 364 ადამიანი მკურნალობს

5f9b177453c72
თამთა ჯიჯავაძე
29.10.20 23:50
553
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 18 364 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 709 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 16 904-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 273-ს შეადგენს. მათგან მხოლოდ დღეს 20 პაციენტი გარდაიცვალა.

NCDC-ის ცნობით, საერთო ჯამში ქვეყანაში ჩატარებულია 880 014 PCR ტესტი.

გარდა ამისა, 29 ოქტომბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 3 324 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 346 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშა კი 4 209 პირია.