მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსზე ამჟამად 18 750 ადამიანი მკურნალობს

5f99c7293ad2f
თამთა ჯიჯავაძე
28.10.20 23:50
567
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 18 750 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 731 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 14 829-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 253-ს შეადგენს. მათგან მხოლოდ დღეს 15 პაციენტი გარდაიცვალა.

NCDC-ის ცნობით, საერთო ჯამში ქვეყანაში ჩატარებულია 869 544 PCR ტესტი.

გარდა ამისა, 28 ოქტომბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 3 507 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 344 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშა კი 4 022 პირია.