მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსზე ამჟამად 3 798 ადამიანი მკურნალობს

5f79e71b2041f
თამთა ჯიჯავაძე
04.10.20 23:30
1037
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 798 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 1 100 პაციენტი. ინფიცირების 554 შემთხვევა დღეს გამოვლინდა.

ამდრომდე COVID-19 საქართველოში სულ 4 244 პაციენტმა დაამარცხა.

4 ოქტომბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 8 118 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 50 პაციენტი იმსხვერპლა. მათგან ორი დღეს გარდაიცვალა.

ამასთან, ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5 392 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გარდა ამისა, ქვეყანაში ჯამში ჩატარებულია 675 644 ტესტი, PCR ტესტირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე 181 776-ს შეადგენს.