მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსზე ამჟამად 4 274 ადამიანი მკურნალობს – 6 ოქტომბრის სტატისტიკა

5f7caafd67321
თამთა ჯიჯავაძე
06.10.20 23:50
868
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 6 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 274 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 1 230 პაციენტი. ინფიცირების 549 შემთხვევა დღეს გამოვლინდა.

ამდრომდე COVID-19 საქართველოში სულ 4 887 პაციენტმა დაამარცხა.

6 ოქტომბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 58 პაციენტი იმსხვერპლა.

ამასთან, ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5 655 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გარდა ამისა, ქვეყანაში ჯამში ჩატარებულია 687 562 ტესტი, PCR ტესტირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე 184 983-ს შეადგენს.