13.მაისი .2021 22:38

საქართველოში კოვიდ-ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 0.1%-ია - როგორ მიმდინარეობს არასრულწლოვნებში ვირუსი?

საქართველოში კოვიდ-ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 0.1%-ია - როგორ მიმდინარეობს არასრულწლოვნებში ვირუსი?
views 352
უკან

საქართველოში კოვიდინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 0.1%-ია, მათგან ჰოსპიტალიზაციას გამოვლენილი შემთხვევების 10-15% საჭიროებს. როგორც პედიატრმა მაია ხერხეულიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა, უფრო რთულად ვირუსი 0-1 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს, პოსტკოვიდური მდგომარეობა კი 5 წლიდან ბავშვებს ურთულდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში ვირუსი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობის, ხერხეულიძე აცხადებს, რომ პანდემიის დასასრული გაგრძელდება, თუკი ვაქცინაცია ბავშვებშიც არ დაიწყება.

„როდესაც იმატებს საერთო შემთხვევები, ცხადია იმატებს ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ცალკე ბავშვების სტატისტიკა გამოყოფილი არ არის, გეტყვით რომ აპრილის მონაცემებით, დაახლოებით 0.3% იყო სკოლის და ბაღის მასწავლებლებში და 0.1% იყო ბავშვებში. მომართვიანობა დღეს უფრო მეტია, თუმცა კარგია ის, რომ ბავშვებში ინფექცია გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს.

სტატისტიკა ამბობს, რომ უფრო მეტად ბრიტანული შტამით ხდება მათი ინფიცირება, რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, ამას საშუალოდ 10-15% საჭიროებს. აქვე აღსანიშნავია, რომ დაავადება კი მიმდინარეობს ადვილად, მაგრამ ვინც გადაიტანა ვირუსი, მათ 10-11%-ს შემდგომში შეიძლება ჰქონდეთ გართულება მულტისისტემური ანთებითი დაავადებების სახით და ამიტომ ეს ცალკე პრობლემაა. ზოგადად ითვლება, რომ ვირუსი უფრო მძიმედ მიმდინარეობს 0-დან 1 წლამდე ბავშვებში, ხოლო პოსტგართულებები 5 წლის და შემდგომი ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი.

სამწუხაროდ ეფექტური მედიკამენტი ჯერ არ გვაქვს და ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება ჩვენი თავი და მომავალი თაობა გადავარჩინოთ, არის ვაქცინაციაა. დღეს მსოფლიო ალაპარაკდა, რომ თუ ჩვენ გამოვტოვებთ იმ კატეგორიას, რომელიც არის 0-დან 18 წლამდე, ეს რეალურად გააგრძელებს პანდემიის ხანგრძლივობას. დღეს უკვე ბევრი კომპანია მუშაობს ამ კუთხით. ამერიკის დაავადებათა კონტროლმა უკვე გასცა რეკომენდაცია და 12-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო, ასევე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სექტემბრიდან ეს ზღვარი ჩამოიწიოს. მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც კი გამოვლინდება ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ კატეგორიაში, ჩვენი სახელმწიფო იზრუნებს მის შემოტანაზე",- აცხადებს ხერხეულიძე.