01.ნოემბერი .2021 12:25

საქართველოში კვლევა-ძიებაზე 150 მლნ ლარამდე იხარჯება - რა სექტორებს იკვლევენ

საქართველოში კვლევა-ძიებაზე 150 მლნ ლარამდე იხარჯება - რა სექტორებს იკვლევენ
views 504
უკან

საქსტატმა დღეს საქართველოში არსებული კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მეცნიერულ კვლევას სულ 58 ორგანიზაცია ახორციელებს და მათ 2020 წელს კვლევებზე, ჯამში, 148.2 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 5.7%-ით მეტია.

კვლევებში დასაქმებულთა რიცხოვნობამ 2020 წელს 14,589 შეადგინა. მკვლევართა 67.4 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 30.3 პროცენტი - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 2.2 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით.

საქსტატის მიხედვით, მკვევრების ყველაზე დიდი ნაწილი 42.8% სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას. უფრო დეტალურად, სექტორების მიხედვით განაწილება ასეთია:

1) სოციალური მეცნიერებები - 23.3%;
2) ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება - 19.5%;
3) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 19.2%;
4) ინჟინერია და ტექნოლოგია - 17.8%;
5) სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები - 15.9%;
6) სოფლის მეურნეობა და ვეტერინარია - 4%.

საქსტატის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებშიც ყველაზე მეტი მოცულობის კვლევა-ძიება წარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა