მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში ლაბორატორიული კვლევების ჩატარება გამოწვევაა” - ELVEN TECHNOLOGIES

63f4ddf038f81
ანუკა ჯოხაძე
26.02.23 23:40
905
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გამოწვევები, ფინანსებსა და კვალიფიციურ მუშახელზე ხელმისაწვდომობის დაბალი დონე, იმპორტირებულ ნედლეუზე დამოკიდებულება და ლაბორატორიებზე შეზღუდული წვდომა - ეს ის მთავარი გამოწვევებია, რაც სამშენებლო მასალებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწარმოებლებმა დაასახელეს. პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე 21 თებერვალს პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის ფორმატში იმსჯელეს.

გამოწვევებზე მეხანძრის ცეცხლგაუმატარი უნიფორმის ავტორებმაც ისაუბრეს. ვამეხ ხერხეულიძე, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს უკვე რამდენიმე წელია ქმნის ამბობს, რომ ბაზარზე შესაბამისი ლაბორატორიული ტესტების ჩატარება შეუძლებელია. რის გამოც მსგავსს კომპანიებს სახელწმიფო ტენდერებში მონაწილეობა შეზღუდული აქვთ. მისი განმარტებით, ამ შესაძლებლობის არ არსებობის გამო მათ შესაბამისი ტესტების ევროპასა და ამერიკაში გაკეთება მოუწიათ, რაც კომპანიას დამატებით დრო და ფინანსები დაუჯდა.

“პირველი გამოწვევა ის იყო, რომ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება შეუძლებელია საქართველოში, იმისთვის, რომ დაამტკიცო, რომ შენი პროდუქტი ნამდვილად აკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ლაბორატორიულ ტესტებს, რომ ვერ ატარებ ვერ ამტკიცებ იმას, რომ ერგები მოთხოვნებს და ვეღარ მონაწილეობ ტენდერში.

ტენდერში, ჩვენს სფეროში, რომ ავიღოთ, სახანძრო ინდუსტრიას აქვს კონკრეტული მოთხოვნები. ეს კონკრეტული მოთხოვნები არცერთ ლაბორატორიაში არ მოწმდება. არც ამერიკული მოთხოვნებია პირობითაც გადმოტანილი რომ იქაურ ლაბორატორიას შევუკვეთო. შესაბამისად გვიწევს, რომ გავიაროთ კვლევები ნაწილ-ნაწილ ვიპოვოთ რომელი ერგება ამერიკულს, რომელი ევროპულს.

ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ საქართველოში გავყიდო მეხანძრის უნიფორმა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ძალიან დიდ დროსთან. შესაბამისად, თუ მე წავალ და ამას ევროპაში თუ ამერიკაში გავაკეთებ, უკვე მე როგორც კომპანია დაინტერესებული ვარ პროდუქტი არა საქართველოში არამედ ევროპაში და ამერიკაში გავყიდო, სადაც ბევრად უფრო ძვირი ღირს.

ეს ყველაფერი რეალურად მიზღუდავს წვდომას ადგილობრივ ბაზარზე და მაძლევს მოტივაციას, რომ წავიდე პირდაპირ ექსპორტზე”, - აცხადებს კომპანია ELVEN TECHNOLOGIES დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე.