23.ოქტომბერი .2020 23:00

საქართველოში მდინარეთა სააუზო მართვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პრაქტიკა დაინერგება

საქართველოში მდინარეთა სააუზო მართვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პრაქტიკა დაინერგება
views 216
უკან

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პრაქტიკის დანერგვაში.

საქართველოს წყლის რესურსების მართვაში ჩართულმა უწყებებმა და დაინტერესებულმა პირებმა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პილოტური პროექტის შედეგები განიხილეს.

როგორც bm.ge-ს ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეები ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის პროექტის ძირითადი მახასიათებლებისა და თავისებურებების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ; პროექტის გუნდმა წარმოადგინა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სგშ-ს მთავარი მიგნებები და დასკვნები, შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს სგშ-ს ანგარიში და პროექტის გუნდს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

შეხვედრას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 40-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარასმა და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი საკითხების ოფიცერმა, ალიშერ მამაჯანოვმა.

"სგშ-ს პილოტური პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების სგშ-ს ჩატარების საქმეში საქართველოს მთავრობის იმ გეგმის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს მდინარეთა სააუზო მართვის მიდგომაზე გადასვლას", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა