მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში მფრინავი საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების შესაბამისად მზადდება“

638a2650e4921
ალა ისპირიანი
02.12.22 20:25
670
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 900-მდე სტუდენტი სწავლობს, მათგან ასამდე სტუდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც აღნიშნულ სასწავლებელში განათლების მისაღებად ოცდახუთი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის, სერგო ტეფნაძის თქმით საქართველოში მფრინავი საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების შესაბამისად მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქართული ლიცენზიით საზღვარგარეთ მუშაობის შესაძლებლობა აქვთ.

მან BMG-ის ეთერში განაცხადა, რომ საავიაციო უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი საზღვარგარეთ უკვე დასაქმებულია.

„პროფესიონალი კადრების მომზადების კუთხით, ავიაციაში განსაკუთრებით, აუცილებელია თეორიული და პრაქტიკული მომზადება, შესაბამისად მფრინავთა მოსამზადებლად გვაქვს სიმულატორები, როგორც თვითმფრინავზე, ასევე შვეულმფრენზე და მათ გარკვეული საათები აუცილებლად უნდა იფრინონ სერტიფიცირებულ საწაფებზე, რაც მათ კარგ შედეგს აძლევს პროფესიული მომზადების კუთხით. დღესდღეობით ვინც ავიაციის სფეროშია დასაქმებული ყველა ჩვენი კურსდამთავრებულებია.

ჩვენთან მფრინავი მზადდება საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების შესაბამისად. მფრინავებს სხვანაირად ვერ მომწადდება. ბევრი ჩვენი სტუდენტი დასაქმებულები არიან უცხოეთში. ისინი ვინც, თუნდაც ჩვენს ავიაკომპანიებში არიან დასაქმებულები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მათ უფლება აქვთ საერთაშორისო რეისები შეასრულონ და ისინი ამისთვის მზად არიან.

ისეთი პერიოდი დადგა, რომ ტვირთის გადაზიდვა უფრო მნიშვნელოვანი გახდა და ამისათვის რამდენიმე კომპანია შეიქმნა, ამიტომ ხშირია მოთხოვნა ავიასპეციალისტზე, რაც ძალიან გვახარებს. ვერ ვიტყვი რომ 100%-იანი დასაქმებაა მაგრამ, დასაქმების პროცენტი დიდია. მაგალითად, „ჯეო სქაი“-ის და „თისიეი“ -ს დიდი რაოდენობით კურსდამთავრებულები მიჰყავს, ასევეა „აირზენა“. არის ახლად შექმნილი კომპანიებიც, რომლებიც გადაზიდვებით არიან დაკავებული“, - განაცხადა სერგო ტეფნაძემ.

როგორ იღებენ საქართველოში სტუდენტები პრაქტიკულ საავიაციო განათლებას?