მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მინიმუმ ერთი დოზით მოზრდილი მოსახლეობის 46.5%-ია აცრილი

61f8e3856b45d
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.22 12:00
471
1 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგოდ სულ 2 722 187 აცრაა ჩატარებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქედან მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 335 856 ადამიანი, რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.5%-ია, ხოლო სრულად 1 221 340 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 42.5%-ია.

ამასთან, ბუსტერ დოზით 162 688 პირია აცრილი.

რაც შეეხება მოზარდებში ვაქცინაციის მაჩვენებელს, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 3 918 (2.21%) აცრა ჩატარდა, ხოლო სრულად 2 760 (1.56%) მოზარდი აიცრა; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 434 (15.33%); სრულად აცრილია- 10 854 (13,38%) პირი.

NCDC-ის ინფორმაციით, 30 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 8 371 აცრა ჩატარდა და გაკეთებული აცრების რაოდენობით თბილისი - 2 840, იმერეთი - 1 180 და აჭარა - 1 088 აცრით გამოირჩევიან. დანარჩენ რეგიონებში კი დღიურად ჩატარებული აცრების სტატისტიკა ასეთია: გურია - 676; ქვემო ქართლი - 577; კახეთი - 575; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 555; შიდა ქართლი - 480; მცხეთა-მთიანეთი - 227; სამცხე-ჯავახეთი - 135; რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთი - 38.