მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მობილური ინტერნეტის მოხმარება გაორმაგდა

60b62618415a1
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.21 18:09
645
საქართველოში მობილური ინტერნეტის მოხმარება გაორმაგდა - კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2020 წელს მობილური ინტერნეტის ტრაფიკმა რეკორდულ მაჩვენებელს 192,337 ტერაბაიტს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით 119%-ით მეტია. მობილური ინტერნეტის მოხმარების ასეთი მკვეთრი ზრდა პანდემიურ გავლენას უკავშირდება.

2020 წლის ბოლოსთვის, მობილური ინტერნეტით 3.3 მილიონი აბონენტი სარგებლობდა.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის ყველაზე მეტი - 1.17 მილიონი აბონენტი “სილქნეტს” ჰყავდა, 1.08 მილიონი აბონენტი ჰყავს “მაგთის”, 1 მილიონი აბონენტი კი - “ბილაინს”.

მობილური ინტერნეტის მოხმარების გაორმაგებისგან განსხვავებით, ხმოვანი ზარების მოცულობა მხოლოდ 2.7%-ით გაიზარდა და 10.2 მილიარდი წუთი შეადგინა.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, მობილური ოპერატორების ჭრილში, 2020 წლის IV კვარტლის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ თვეში ყველაზე მეტს „ბილაინის“ აბონენტები საუბრობენ, რაც კომპანიის მიერ შეთავაზებული შედარებით დაბალი ტარიფებითაა გამოწვეული, შემდეგ „სილქნეტის“ მომხმარებლები, ხოლო ყველაზე ცოტას - „მაგთიკომის“ აბონენტები საუბრობენ.

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის თანახმად, საშუალოდ, ერთი აბონენტიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი “მაგთის” აქვს, კომპანიის აბონენტები 2020 წლის განმავლობაში თვეში საშუალოდ 9.9 ლარს იხდიდნენ, “სილქნეტის” აბონენტები თვეში 9.3 ლარს, “ბილაინის” აბონენტები კი თვეში 6.1 ლარს.