02.თებერვალი .2021 15:37

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი 2020 წლის შედეგების მიხედვით

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი 2020 წლის შედეგების მიხედვით
views 579
უკან

2020 წლის განმავლობაში საქართველოში რეგულარული და ჩარტერული ავიარეისების მგზავრთა რაოდენობა 84%-ით შემცირდა და 833,846 შეადგინა. ამ მგზავრების უდიდესმა ნაწილმა ფრენა "ლოქდაუნის" გამოცხადებამდე მოასწრო, სწორედ ამიტომ 2020 წლის შედეგებით საქართველოში ყველაზე მეტ მგზავრს Wizz Air-ი მოემსახურა, რომელმაც 172 ათასი მგზავრი გადაიყვანა. 2019 წელთან შედარებით ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 79%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა Turkish Airlines-ი, რომელიც 86.6 ათას მგზავრს მოემსახურა. "ჯორჯიან ეარვეისის" ფრენების მგზავრთა რაოდენობა კი, გასულ წელს 91%-ით შემცირდა. იმის მიუხედავად, რომ 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული ფრენები განახლდა Wizz Air-ი რეისების განახლებას ჯერ არ ჩქარობს. 

ავიაკომპანიების რეიტინგი მგზავრთა რაოდენობის მიხედვით:

1 Wizz Air - 172,012 მგზავრი, კლება წინა წელთან -79%
2 Turkish Airlines - 86,562 მგზავრი, კლება წინა წელთან -85%
3 Georgian Airways - 43,106 მგზავრი, კლება წინა წელთან -91%
4 Belavia - 39,858 მგზავრი, კლება წინა წელთან -71%
5 Pegasus - 36,050 მგზავრი, კლება წინა წელთან -80%
6 SkyUp Airlines - 34,383 მგზავრი, კლება წინა წელთან -78%
7 Fly Dubai - 32,232 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%
8 Lufthansa - 26,197 მგზავრი, კლება წინა წელთან -75%
9 Air Arabia - 26,073 მგზავრი, კლება წინა წელთან -82%
10 Qatar Airways - 21,922 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%
11 Ukraine International Airlines - 21,547 მგზავრი, კლება წინა წელთან -90%
12 Ryanair - 21,323 მგზავრი, კლება წინა წელთან 13%
13 Azerbaijan Airlines - 19,096 მგზავრი, კლება წინა წელთან -86%
14 armenia - 17,903 მგზავრი, კლება წინა წელთან -40%
15 Qeshm Air - 17,305 მგზავრი, კლება წინა წელთან -85%
16 Israir Airlines - 15,812 მგზავრი, კლება წინა წელთან -87%
17 LOT - 12,581 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%
18 Air Astana - 10,959 მგზავრი, კლება წინა წელთან -87%
19 Air baltic - 10,326 მგზავრი, კლება წინა წელთან -83%
20 Air France - 9,555 მგზავრი, კლება წინა წელთან -44%

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 თებერვალს გააუქმა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა