12.სექტემბერი .2019 16:40

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი

views 721
უკან

2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები 2,449,268 მგზავრს მოემსახურნენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ნახევარი წლის შედეგებით საქართველოს საავიაციო ბაზარზე პირველ ადგილზე უნგრულმა ავიაომპანია Wizz Air-მა გადაინაცვლა, რომელიც ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს, ავიაკომპანია წლის პირველ ნახევარში 348,850 მგზავრს მოემსახურა, რითიც ბაზრის 14% უჭირავს.

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების პირველი ათეული გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით:

1) Wizzair - 348,850 მგზავრი, ბაზრის წილი 14%;


2) ჯორჯიან ეარვეისი - 260,776 მგზავრი, ბაზრის წილი 11%;



3) Turkish Airlines - 255,066 მგზავრი, ბაზრის წილი 10%;



4) ურალის ავიახაზები - 180,041 მგზავრი, ბაზრის წილი 7%;



5) პობედა - 175,474 მგზავრი, ბაზრის 7%;



6) უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები - 106,625 მგზავრი, ბაზრის წილი 4%;



7) Fly Dubai - 100,785 მგზავრი, ბაზრის წილი 4%;



8) აეროფლოტი - 94,305 მგზავრი, ბაზრის წილი 4%;



9) ციმბირის ავიახაზები - 90,431 მგზავრი, ბაზრის წილი 4%;



10) პეგასუსი - 80,556 მგზავრი, ბაზრის წილი 3%.



ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შედგენილ ანგარიშში




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა