მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების TOP-10 – Forbes Georgia-ს რეიტინგი

5e88a0442bd1b
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.20 00:41
2572
საქართველოში მოქმედ უმსხვილეს ნავთობკომპანიებს საკუთარი აუდიტორული ანგარიშგებები საჯაროდ აქვთ გამოქვეყნებული.

როგორც 2018 წლის ანგარიშებზე დაყრდნობით, Forbes Georgia-ს მიერ მომზადებულ რეიტინგშია აღნიშნული, ამ ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ქართული შვილობილი – “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” იკავებს. კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს, ჯამში, 655 მილიონი ლარი შეადგინა.

უმსხვილესი კომპანიების ფინანსური შედეგების მიხედვით, საქართველოში ნავთობკომპანიების სფერო ჯამურად ზარალზეა. 10 უმსხვილესი კომპანიის მთლიანი ზარალი 83 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ამ კომპანიების მთლიან შემოსავლებს, ის 2.9 მილიარდ ლარს აღემატება.

რეიტინგი საჯაროდ გამოქვეყნებული 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგებებისგან შედგება. მასში რიცხვები არის წარმოდგენილი იმ სახით, რა სახითაც ის ამ კომპანიების მოგება-ზარალისა და ბალანსის უწყისშია ასახული. ცალკეულ შემთხვევაში, კომპანიის აუდიტორული ანგარიში აშშ დოლარში ჰქონდათ გამოქვეყნებული, მათი ფინანსური შედეგები შესაბამისი გაცვლითი კურსით არის ლარში გადაყვანილი.