მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბის ზღვარზეა - სებასტიან მოლინეუსი

5e3db88d1dc4a
BM.GE
07.02.20 23:21
929
სამწუხაროდ, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბის ზღვარზეა, შეიძლება ოდნავ მაღლა და ქვეყანამ უნდა გაგარძელოს მუშაობა ამასთან დაკაშირებით, რათა ეს მდგომარეობა გამოსწორდეს, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება თითქმის ათწლეულის განმავლობაში.

„საქართველომ ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებელი აჩვენა მსგავს ქვეყნებთან შედარებით რეგიონში. განსაკუთრებით აღასანიშნავია საქართველოს მიღწევები სიღარიბის დონის შემცირებასთან დაკავშირებით, წლების წინ ეს 40% იყო, ახლა 20%-ზე არის ჩამოსული.

რაც შეეხება რეფორმებს, ჩვენ მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ საერთო სტრატეგია, რომელიც ფოკუსირებულია მხარდაჭერაზე, საქართველოს ხედვაზე 2020 წლისთვის და ეს ფოკუსირებულია სამ ძირითად კომპონენტზე. ეს არის ინკლუზიური ზრდა და კონკურენტუნარიანობა, მეორე - ადამიანური კაპიტალის განვითარება, ხოლო მესამე - მდგრადობის ამაღლება. პირდაპირი გზა ეკონომიკური ზრდისთვის და სიღარიბის დასაძლევად არის სამუშაო ადგილების შექმნა. ამისათვის საჭიროა კონკურენტუნარიანი კერძო სექტორების ფორმირება. ამიტომაც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება კრიტიკულ სექტორებზე, რომლებიც იქნება ეკონომიკის მამოძრავებელი, მათ შორის ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა. ეს არის მაღალი პოტენციალის მქონე სექტორები.

ასევე ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ კავშირების დამყარებაზე, ეს არის ტრანსპორტის განვითარება, ასევე ციფრული კავშირების დამყარება საქართველოს ძალიან საინტერესო მდებარეობა აქვს, ეს არის ევროპის დამაკავშირებელი ქვეყანა და ეს საქართველომ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ არ იყოს ჩამორჩენილი რეგიონები საქართველოში, ის უთანასწორობა, რომელიც არსებობს რეგიონებს შორის, უნდა გამოსწორდეს. უნდა გავამახილოთ ყურადრება რეგიონულ განვითარებაზე“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

მან ასევე ინტერნეტიზაციის პროგრამაზე "ოუფენ ნეტზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი ამას მხარს უჭერს, ვინაიდან იგი შესაძლებელს გახდის დაინერგოს ელექტრონული განათლება.