28.აპრილი.2016 15:53
საზოგადოება

საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შემცირდა

საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შემცირდა
2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 591 181 კაცი.
 
საქსტატის ინფორმაციით, შემცირება უფრო მეტად სოფლის მოსახლეობამ განიცადა: სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის კლებამ 23,7 პროცენტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობის კლებამ 7,1 პროცენტი შეადგინა.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია. მატება ძირითადად განპირობებულია მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების ქ. თბილისთან შემოერთებით.

საქართველოს სხვა რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (29,0 პროცენტი), ხოლო ყველაზე ნაკლები - აჭარის ა.რ.-ში (10,6 პროცენტი).

26.მაისი.2019 15:00
296

აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ვრცლად
26.მაისი.2019 14:38
87

კახა კალაძე: ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ გადავლახოთ ის გამოწვევები, რაც ყველას გვაწუხებს

ვრცლად
26.მაისი.2019 13:08
98

პრემიერი: ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ტიპის სახელმწიფო

ვრცლად
26.მაისი.2019 12:57
80

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო მალე გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი

ვრცლად
26.მაისი.2019 12:30
308

Feedc - ქართველების შექმნილი ახალი სოციალური ქსელი

ვრცლად
26.მაისი.2019 10:00
99

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ვრცლად