მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მშენებლობის თვითღირებულება ერთ წელში 14%-ით გაიზარდა

61c59ec3818f8
BM.GE
24.12.21 15:10
685
საქსტატმა მშენებლობის ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რაც 2021 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში მშენებლობის ღირებულებას ასახავს.

ანგარიშის მიხედვით, ინდექსი წინა წელთან შედარებით 14.1%-ით გაძვირდა, რაც ქვეყანაში მშენებლობების თვითღირებულების გაძვირებაზე მეტყველებს. 

მშენებლობის ღირებულების ინდექსი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორის წამყვანი ადგილი სამშენებლო მასალების ფასებია, რაც წელს 19%-ით გაძვირდა. ინდექსში ასევე შედის სახელფასო ხარჯები, რაც წლიურად 6%-ით არის გაზრდილი. მანქანა-დანადგარების ფასი წელს თითქმის არ გაზრდილა (მატება 0.6%) ხოლო ტრანსპორტირების და საწვავის ხარჯებმა კი 22.5%-ით იმატა. ჯამურად, ინდექსი 14.1%-ით გაიზარდა.