მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მხოლოდ 2,400 ელექტრომობილია რეგისტრირებული

62e7f41567b90
შოთა ტყეშელაშვილი
01.08.22 20:27
1572
საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 2021 წელს 78 ათასით გაიზარდა და ქვეყანაში მოძრავი მანქანების რიცხვმა 1.25 მილიონს მიაღწია. მათგან ელექტრომობილი მხოლოდ 2,400 ავტომობილია, რომელთა რაოდენობაც წინა წელთან შედარებით 200-ით გაიზარდა. 

შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ავტოპარკი ასე ნაწილდება:

● მსუბუქი ავტომობილები - 1.25 მილიონი, მატება წინა წელთან 78 ათასი ერთეული;
● სატვირთო - 108 ათასი, მატება წინა წელთან 5 ათასი ერთეული;
● სამგზავრო (მიკროავტობუსები, ავტობუსები) - 54,7 ათასი, მატება წინა წელთან 1.2 ათასი ერთეული;
● სპეც დანიშნულების - 59.8 ათასი, მატება წინა წელთან 4.6 ათასი ერთეული.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების 83% 10 წელზე ძველია. შედარებით ახალი ავტოპარკია რეგისტრირებული თბილისში, სადაც რეგისტრირებული 509 ათასი ავტომობილიდან 10 წელზე უფროსია 380 ათასი ავტომობილი, რაც დედაქალაქის ავტოპარკის 75%-ია. ყველაზე მოძველებული ავტოპარკი გურიაში არის რეგისტრირებული, სადაც 37 ათასი ავტომობილიდან 10 წელზე უფრო ძველი 34 ათასი ავტომობილია (92%).

მფლობელობის მიხედვით 1.31 მილიონი ავტომობილი ფიზიკურ პირებს, 162 ათასი კი იურიდიულ პირებს ეკუთვნით.