2019 წლის განმავლობაში საქართველომ 35.1 ათასი ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვა, რაც 2018 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. შედარებისთვის საქართველოში მოპოვებული ნავთობის რაოდენობა იმაზე 40-ჯერ მცირეა, ვიდრე ქვეყანა მას გადამუშავებული სახით, იმპორტით ყიდულობს.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანახმად, ქვეყანაში ნავთობის მოპოვების საქმიანობას ახორციელებს 6 ინვესტორი კომპანია: ,, ნინოწმინდის ნავთობკომპანია“; ,,შლუმბერჟე რუსთაველი ქომპანი (ჯორჯია) ლიმიტედი“; ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია“; ,,ვი-პი-აი ჯორჯია“; ,,საცხენისი ჯორჯია“; ,,ნორიოს ხევი ჯორჯია“; ასევე თავად ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, თუმცა, კორპორაციის ვებ-გვერდზე არაა მითითებული თითოეული მომპოვებლის მიერ მოპოვებული ნავთობის მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
კორპორაციის მონაცემებით, ნავთობის ძებნა-ძიებით სამუშაოებს ქვეყანაში 7 ინვესტორი კომპანია აწარმოებს, ესენია: ,,ჯი-ოუ-ჯი ლიმიტედი“; ,,ელენილტო“; ,,მარექსინი“; ,,ჯორჯია ნიუ ვენჩერს ინკ“-ი; ,,ნორიოს ნავთობკომპანია“; ,,ვესთ გალფ პეტროლეუმ საინჟინრო კომპანია“ და ,,ქოალიშენ ენერჯი ლიმიტედ კომპანია“.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ნავთობის საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 43,6 ათას ტონას. შესაბამისად, 2019 წელს მოპოვების 16%-იანი ზრდის მიუხედავად ის 10 წლის საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იყო.
რაც შეეხება გადამუშავებას, საქართველოში ორი გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს, ესენია “ზდ ნავთობის კომპანია” და შპს “გლობუსი”. გადამამუშავებელი ქარხნები როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებით არიან დაკავებული. მათ 2019 წელს ჯამში 37 ათასი ტონა ნავთობი გადაამუშავეს.
ამ ორი კომპანიიდან 2019 წლის ფინანსური ანგარიში მხოლოდ “ზდ ნავთობის კომპანიას” აქვს წარმოდგენილი, რომლის თანახმადაც კომპანიამ გადამუშავებული ნავთობის რეალიზაციით 45 მილიონი ლარის შემოსავალი და 3.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.
რაც შეეხება მთლიანად ადგილობრივ მოხმარებას, 2019 წელს საქართველომ 544 ათასი ტონა ბენზინი; 534 ათასი ტონა დიზელი; 104 ათასი ტონა საავიაციო ნავთობი და 170 ათასი ბიტუმი მოიხმარა. მთლიანობაში ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულებამ $800 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?