მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ოფიციალურად უცხო ქვეყნის 41 ათასი მოქალაქე მუშაობს - ბარკალაია

63ea1288305b2
ინგა მურუსიძე
13.02.23 14:33
920
საქართველოში ოფიციალურად უცხო ქვეყნის 41 ათასი მოქალაქე მუშაობს. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა, სადაც „მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტს წარადგენს.

„კვლევას რაც შეეხება, ამ ეტაპზე საქსტატში არ არის ინტეგრირებული ამ ადამიანების მონიტორინგი, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო მუდმივად იკვლევს შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას. ვადასტურებ, რომ ნამდვილად განვიხილავთ საქსტატთან დამატებით ინტეგრირებას. კანონპროექტში ეს ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული. ეკონომიკის სამინისტროს კვლევის მიხედვით, 41 ათასზე მეტი არის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დღეს საქართველოს შრომის ბაზარზე მუშაობს, მათგან 33 ათასზე ბინადრობის ნებართვაა გაცემული. რიცხვები მაღალია და ამიტომაც არის საჭირო რეაგირების მექანიზმები ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ბარკალაიამ.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს, ბარკალაია ამბობს, რომ კანონი მათი დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს.

„რაც შეეხება იმ გამოწვევებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები აწყდებიან უცხო ქვეყანაში, მათ შორის გერმანიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი მოტივი, მათ შორის მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის, რომ უნდა ავამოქმედოთ  საშუამავლო კომპანიების ზედამხედველობის მექანიზმები. მეორე მხრივ, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორი, მიმღებ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა, იგივე გერმანიის დასაქმების სააგენტოსთან და სხვა ქვეყნებთან, რომ მაქსიმალურად იყოს რისკები დაზღვეული.

ბუნებრივია, რისკი მაინც არსებობს, გერმანიის მაგალითმაც ეს გვაჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების სააგენტო ოფიციალურად იყო ჩართული, დადგა საკითხი აუნაზღაურებელი სამუშაოსი, თუმცა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენსა და გერმანიის დასაქმების სააგენტოს შორის არსებობდა ოფიციალური თანამშრომლობა და ლეგალური იყო პროცესი, გერმანიის შრომის სასამართლომ კომპანია დაავალდებულა, რომ აანაზღაუროს შრომის საფასური. სწორედ ეს არის გამოსავალი, რომ რომ ლეგაზება გავაკეთოთ, მათ შორის ცირკულარული მიგრაციის ფარგლებში. მიმღები ქვეყნების დიდ რაოდენობას უშუალოდ სახელმწიფო დასაქმების სააგენტოების ჩართულობის სურვილი არ აქვთ. აქვთ სურვილი, საშუამავლო სააგენტოებთან თანამშრომლობის, ამიტომაც არის საჭირო სერტიფიცირება. ლიცენზირება და სერტიფიცირების პროცესი შესაძლებლობას მოგვცემს, ვენდოთ ამ კომპანიებს და მივაწოდოთ ინფორმაცია პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა ბარკალაიამ.