მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ომიკრონის 1189 შემთხვევაა დადასტურებული – NCDC

61e3e9f438496
BM.GE
16.01.22 13:47
565
16 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია covid-19-ის ვირუსის ომიკრონის 1189 შემთხვევა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 838 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 161 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 677 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 995 687-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.43% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.60%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 304 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 928 441.

•ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 449 პირი ემსხვერპლა.