მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ონლაინ-ვაჭრობის მოცულობამ დეკემბერში რეკორდულ 500 მილიონს მიაღწია

6026483c305d5
შოთა ტყეშელაშვილი
12.02.21 13:45
1192
საქართველოში დაწესებული "ლოქდაუნის" ფონზე ქვეყანაში ინტერნეტით განხორციელებული გადახდების, მათ შორის ონლაინ შოპინგის მოცულობა რეკორდულად გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში საქართველოს ტერიტორიაზე სულ 500 მილიონი ლარის მოცულობის ინტერნეტ ოპერაციები შესრულდა, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია. ასეთი ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, სავარაუდოდ, იყო ის, რომ ქვეყანაში საახალწლო პერიოდში სავაჭრო ობიექტების მნიშვნელოვან რაოდენობას საქმიანობა მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით შეეძლო. 

დეკემბრის განმავლობაში ოპერაციების მთლიანმა რაოდეობამ 8 მილიონი შეადგინა (წლიურად 36%-ით მეტი), ხოლო ერთი გადახდის საშუალო მოცულობა 62.3 ლარი იყო. ნოემბერთან შედარებით ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციები დეკემებრში 65 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც მოქალაქეთა მხრიდან წინასაახალწლო ხარჯებს უკავშირდებოდა. 

შედარებისთვის, ფიზიკურ (ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში) დეკემბერში 3.3 მილიარდი ლარის მოცულობის ოპერაციები შესრულდა, შესაბამისად, ინტერნეტზე ოპერაციების 16% მოდის.