27.ივლისი .2022 00:00

საქართველოში ოქრო გაიაფდა

საქართველოში ოქრო გაიაფდა
views 21057
უკან

მარტიდან დღემდე ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ღირებულება 2050-დან 1726 დოლარამდე შემცირდა, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული და მეორე მხრივ, ლარის კურსის გამყარების ფონზე, ოქრო საქართველოშიც გაიაფდა.

"ოქროს ბირჟებზე" აცხადებენ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში როგორც ჯართის, ისე ნაკეთობის ფასი საშუალოდ 40-50 ლარით შემცირდა.

"ბოლო პერიოდში ოქროს ფასი კატასტროფულად დაეცა - 170 ლარამდეც იყო უცხოური შემოტანილი და ამჟამად 120-ში იყიდება, 50 ლარით იაფად, საუბარი მაქვს ნაკეთობაზე. ჯართი ₾130 იყო და ახლა 90 ლარია, ანუ 40 ლარია  სხვაობა", - განაცხადა BMG-სთან ოქროს ბირჟის ექსპერტმა ნანა ფიფიამ.

"ძალიან გაიაფდა, 595-იანი სინჯის რომ ღირდა 120-125 ლარი ჯართი, ახლა იგივე ჯართის ჩაბარების ფასი 85-90 ლარია. ნაკეთობა 150-დან 200-მდე რომ იყო, დღეს 120-150 ლარია. რუსული ოქროს ფასი ნაკეთობაში ახლა ღირს 120-დან 140-მდე, უცხოური წარმოება 135-დან 150-მდე. ფასმა ასე 2 თვეში დაიწია", - უთხრა BMG-ის ოქროს ბირჟის ექსპერტმა გულიკო მორჩილაძემ.

რაც შეეხება ოქროს იმპორტის სტატისტიკას, საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 4.1 ათასი დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ოქროს იმპორტი განხორციელდა. საიმპორტო ქვეყნები კი გერმანია და საფრანგეთი იყო.

რაც შეეხება ოქროს დამუშავებულ ნაკეთობებს,  წლის პირველ ნახევარში საქართველოში სულ 38 ათას დოლარამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობების იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ამასთან იმპორტირებული ოქროს მოცულობა მცირედით შემცირდა და წელს აღნიშნულ ფასად მხოლოდ 0.10 ტონა ოქრო შემოვიდა.

ოქრო და ინფლაცია - რაინერ პრეისის Op-Ed

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა