მარტიდან დღემდე ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ღირებულება 2050-დან 1726 დოლარამდე შემცირდა, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული და მეორე მხრივ, ლარის კურსის გამყარების ფონზე, ოქრო საქართველოშიც გაიაფდა.
"ოქროს ბირჟებზე" აცხადებენ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში როგორც ჯართის, ისე ნაკეთობის ფასი საშუალოდ 40-50 ლარით შემცირდა.
"ბოლო პერიოდში ოქროს ფასი კატასტროფულად დაეცა - 170 ლარამდეც იყო უცხოური შემოტანილი და ამჟამად 120-ში იყიდება, 50 ლარით იაფად, საუბარი მაქვს ნაკეთობაზე. ჯართი ₾130 იყო და ახლა 90 ლარია, ანუ 40 ლარია სხვაობა", - განაცხადა BMG-სთან ოქროს ბირჟის ექსპერტმა ნანა ფიფიამ.
"ძალიან გაიაფდა, 595-იანი სინჯის რომ ღირდა 120-125 ლარი ჯართი, ახლა იგივე ჯართის ჩაბარების ფასი 85-90 ლარია. ნაკეთობა 150-დან 200-მდე რომ იყო, დღეს 120-150 ლარია. რუსული ოქროს ფასი ნაკეთობაში ახლა ღირს 120-დან 140-მდე, უცხოური წარმოება 135-დან 150-მდე. ფასმა ასე 2 თვეში დაიწია", - უთხრა BMG-ის ოქროს ბირჟის ექსპერტმა გულიკო მორჩილაძემ.
რაც შეეხება ოქროს იმპორტის სტატისტიკას, საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 4.1 ათასი დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ოქროს იმპორტი განხორციელდა. საიმპორტო ქვეყნები კი გერმანია და საფრანგეთი იყო.
რაც შეეხება ოქროს დამუშავებულ ნაკეთობებს, წლის პირველ ნახევარში საქართველოში სულ 38 ათას დოლარამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობების იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ამასთან იმპორტირებული ოქროს მოცულობა მცირედით შემცირდა და წელს აღნიშნულ ფასად მხოლოდ 0.10 ტონა ოქრო შემოვიდა.
ოქრო და ინფლაცია - რაინერ პრეისის Op-Ed
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი