საქართველოში ორგანული ღვინის ვენახებს მთლიანი ვენახების ფართობის მხოლოდ 0.3% უკავია - ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი.
აღნიშნული შეფასება ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევით ინსტიტუტსა (FiBL) და ორგანული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო მოძრაობათა გაერთიანებას (IFOAM) ეკუთვნით.
სტატისტიკის მიხედვით, ორგანული ღვინის ფართობებს მთლიან ვენახებში ყველაზე დიდი - 22.5%-იანი წილი დიდ ბრიტანეთში უჭირავს. 19.6%-იანი წილით მეორე ადგილზე ბელგიაა, 15.8%-იანი წილით კი მესამე ადგილზე იტალიაა.
ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტიორ ქვეყანაში - საფრანგეთში ორგანულ ვენახებს მთლიანი ფართობის 10% უჭირავს, გერმანიაში კი ეს მაჩვენებელი 7.3%-ია.
შედარებით ნაკლებია ორგანული ვენახების ფართობები აშშ-სა და ჩილეში, სადაც ის 2.7% და 2.2%-ს შეადგენს.
AAWE - ორგანული ვენახების წილი ქვეყნების მიხედვით:
2019-ის რთველში ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი რეკორდული რაოდენობის - 271 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ამ მოცულობის 1%-ზე ნაკლები მოდიოდა ორგანულ ყურძენზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავალი თითქმის 10%-ით გაიზარდა, შედეგად ღვინის ქარხნებში ჯამურად 268 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. აქედან 172 ათასი ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენზე, 82 ათასი ტონა კი საფერავის ჯიშის ყურძენზე მოდიოდა.
ასევე, 2019 წლის რთველში გადამუშავდა 5,5 ათასი ტონა კახური მწვანე და 8,5 ათასი ტონა სხვა ჯიშები.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოსავალმა 1863 ტონა ყურძენი შეადგინა. მათ შორის ალექსანდროული და მუჯურეთული - 1828 ტონა. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში საწარმოთა მიერ მიღებულმა ყურძენმა დაახლოებით 1130 ტონა შეადგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მევენახეებმა ყურძნის რეალიზებით 2019 წლის რთველში 300 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
რამდენიმე დღის წინ TBC Research-მა საქართველოს ღვინის ბაზრის შესახებ გამოაქვეყნა კვლევა. დოკუმენტის მიხედვით, მეღვინეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სფეროა, რომელიც უკუგებისა და მოგების კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა.
TBC Research-ის კვლევის მიხედვით, ბიო-მეურნეობის შენახვის მაღალი დანახარჯებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, აღნიშნული მიმართულება საქართველოში მომავალშიც ნიშურ და ექსპორტზე ორიენტურებულ პროდუქტად დარჩება.
"საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული 20 ღვინის სახეობა და 17 ორგანული ღვინო იწარმოება. ძირითადად აღნიშნული წარმოება კახეთის რეგიონში არის გავრცელებული. ბიო-წარმოებაზე გადასვლა საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირადღირებული პროცესია. მათი მაღალი სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით ამგვარი ღვინოები უმეტესად საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირებული პროდუქტებია," - ნათქვამია კვლევაში.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი