მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ორი დოზით აცრილი მოქალაქეების 0.2% Covid-19-ით დაინფიცირდა - იმნაძე

60b8b832c329c
თათია ჩაფიჩაძე
03.06.21 15:00
847

საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ორი დოზით აცრილ მოსახლეობაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 0.2%, ერთხელ აცრილის შემთხვევაში კი 0.8%-ია - NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ვაქცინირებულ მოქალაქეებში ვირუსის მიმდინარეობა თითქმის ყველა შემთხვევაში მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. ამის შესახებ მან "საქმიან დილაში" განაცხადა.

„ის, რომ 100%-იანი არაფერი არ არის ქვეყანაზე და არც ვაქცინა, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ვაქცინა გვიცავს სასიკვდილო გართულებებისგან, მძიმე მიმდინარეობებისაგან, რეანიმაციაში მოხვედრისგან. პირველი დოზით აცრილების დაახლოებით 0.8%-ს უფიქსირდება ინფიცირების შემთხვევები და საბედნიეროდ, ყველა იყო ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას, როცა აცრიდან მესამე-მეოთხე დღეს დაინფიცირდნენ და ვაქცინამ ამ დროში უბრალოდ ვერ მოასწრო მუშაობა. ორჯერ აცრილებში ინფიცირება გვაქვს 0.2%, ეს ჩვეულებრივი რიცხვებია და ჯდება მსოფლიო სტატისტიკაში.

მთავარი ის არის, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში ვირუსი მიდის ძალიან მსუბუქად და ვისაც ემართება ისინი 50%-ით უფრო ნაკლებად გადამდებები არიან. ესეც საზოგადოებრივი სიკეთეა, რომ ისინი გავრცელების წყაროს ნაკლებად წარმოადგენენ“ - განაცხადა იმნაძემ.