მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ორსულების 6.8% კოვიდ–ვაქცინის ორი დოზით აცრილია - NCDC

614333d1a4a1b
ინგა მურუსიძე
16.09.21 16:36
595
რეგისტრირებული 22 200 ორსულიდან ერთჯერადად აცრილია 9,7%, ხოლო ორჯერადად - 6,8%, - ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დედათა, ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამმართველოს ხელმძღვანელიმა ლელა შენგელიამ გააჟღერა.

მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში ორსულები მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით უნდა აიცრან.

„რაც შეეხება ტრიმესტრს, ბოლოდროინდელი რეკომენდაციებით, რომელსაც გასცემს ბრიტანეთი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ვაქცინაცია ნებისმიერ ტრიმესტრში დასაშვებია და რაც შეიძლება ადრე უნდა აიცრას ორსული. სასურველია, ვაქცინაცია აუცილებლად დასრულდეს ორსულობის მესამე ტრიმესტრამდე, რადგან გაცილებით მეტი გართულებებია მოსალოდნელი სწორედ მესამე ტრიმესტრში“, - განაცხადა შენგელიამ.

მისივე თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები, რაც მიუთითებს, რომ კოვიდ-19-ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკავშირდება ორსულობის არასასურველ გამოსავალს.

„პირიქით, თავად კოვიდ-ინფექცია ზრდის იმ რისკებს, რომ იყოს ნაადრევი ორსულობა, მკვდრადშობადობა და ა.შ. ვაქცინაცია ამცირებს უარყოფით გამოსავალს ორსულობის დროს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს დედათა სიკვდილიანობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია არის დაცვა როგორც ორსულის, ისე მისი ნაყოფის ცუდი გამოსავლებისგან“, - განმარტავს შენგელია.