მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პირდაპირი რეისების აკრძალვამ რუსული ავიაკომპანიები "სასოწარკვეთილებაში" ჩააგდო

5dd6dfc00ef39
ნათია თაქთაქიშვილი
21.11.19 20:54
1923

საქართველოში პირდაპირი ავიარეისების აკრძალვამ რუსული კომპანიები „სასოწარკვეთილებაში“ ჩააგდო, მათმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (3.2 მილიარდი რუბლი). ამის შესახებ რუსული გამოცემა The Moscow Times-ი იტყობინება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის ზაფხულს რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი რეისების დროებით აკრძალვასთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ ავიაკომპანიებს ზარალს აუნაზღაურებდა.

თუმცა, როგორც რამდენიმე ავიაკომპანიის თანამშრომელმა განაცხადა, მათ ანაზღაურების მიღების და მთავრობის მიერ დაპირების შესრულების იმედი არ აქვთ.

რუსული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად Ural Airlines–ი დაზარალდა, ზარალმა 18–20 მილიონ დოლარამდე (1.2–დან 1.3 მილიარდ რუბლამდე) შეადგინა. კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტის" და მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიის "S7"-ის ზარალმა დაახლოებით 10-10 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია (700 მილიონი რუბლი).

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია "პობედამ" დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა (400 მილიონი რუბლი), ხოლო Red Wings–მა დაახლოებით 1,8 მილიონი აშშ დოლარი (120 მილიონი), "სმარტავიამ" კი 1,5 მილიონი აშშ დოლარი (100 მილიონი რუბლი) იზარალა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ პირდაპირი რეისები აღდგებოდა რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.