მას Juice Bar ამზადებს, რომელიც ყაზბეგის 15 ნომერშია განთავსებული და მთლიანად ხილისა და ჯანსაღი პროდუქტების კონცეფციაზეა აგებული. როგორც მისი დამფუძნებელი, გიორგი ტალახაძე BMG-ს უყვება, Ska Juice Bar-ს უკვე ლოიალური მომხმარებლებიც ჰყავს.
„სკა არის პირველი "Juice Bar" საქართველოში, როგორც შეიძლება იყოს რესტორანი, კაფე, სწორედ ასეთი კატეგორიის არის ხილის ბარიც, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ასე თუ ისე სიახლეა. ხილის და ბოსტნეულის ფრეშ წვენები ჩვენი მთავარი პროდუქტია, თუმცა გვაქვს რამდენიმე ინოვაციური სიახლე ქართული ბაზრისთვის, მაგალითად თაფლიანი წყალი ასეთი ფორმით არ ჩამოსხმულა აქამდე” - ამბობს ტალახაძე.
Ska Juice Bar 2020 წელს უკვე მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს ვაკეში. რაც შეეხება ინვესტიციას, გიორგი ტალახაძე ამერიკელ პარტნიორთან ერთად საქმიანობს და 3-4 თვის წინ საკმაოდ დიდი თანამდებობაც დატოვა "თიბისი დაზღვევაში", რათა საკუთარი ბიზნესისთვის მეტი დრო დაეთმო.