მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პირველად სამედიცინო ტექსტილის წარმოება დაიწყო

5d80f29111781
ლიკა გურაბანიძე
17.09.19 22:00
2568
საქართველოში პირველად კომპანიამ „დოქტორ გუდსი“ სამედიცინო ტექსტილის წარმოება დაიწყო. როგორც BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა  მამუკა ხადურმა განუცხადა, „დოქტორ გუდსი“ მომხმარებელს სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო ერთჯერად სტერილურ პროდუქციას შესთავაზებს. კომპანია პირველ ეტაპზე 15 ადამიანს დაასაქმებს, მოგვიანებით კი  განვითარების გეგმის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 400 000 ლარამდეა „სტარტაპ-საქართველოს “ ინვესტიცია 100 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 300 000 ლარი დამფუძნებლების მიერ მოზიდული პირადი ინვესტიციაა.

„ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად  საქართველოში დამზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

კომპანიის მიზანია, საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი ხარისხის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები შესთავაზოს, შეამციროს მათთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები, ფინანსური დანახარჯები და ადგილობრივი წარმოება განავითაროს,“- განაცხადა ხადურმა.

მამუკა ხადურის თქმითვე, ქართულ ბაზარს სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო პროდუქციის რეგულაცია აკლია.

„ჩვენ ისეთ პროდუქციას ვაწარმოებთ, რომელიც ღია ოპერაციების დროს გამოიყენება და ის სტერილური უნდა იყო, თუმცა საიმპორტო პროდუქციას, რომელიც ჩამოდის არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარება. სახელმწიფომ ეს საკითხი უნდა დაარეგულიროს, რადგან აქ საქმე პაციენტის უსაფრთხოებას ეხება.“ - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა.