მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პირველად "თაფლიანი წყლის" ჩამოსხმა დაიწყო

5e03571c63846
ლევან თაღიაშვილი
26.12.19 09:40
8032
საქართველოში პირველად თაფლიანი წყლის ჩამოსხმა დაიწყო და მისი შეძენა სამი სხვადასხვა ექსტრაქტით ჯერჯერობით მხოლოდ "Ska Juice Bar"-შია შესაძლებელი : პიტნის, ჯინჯერის და ლიმნის არომატით.

მას Juice Bar ამზადებს, რომელიც ყაზბეგის 15 ნომერშია განთავსებული და მთლიანად ხილისა და ჯანსაღი პროდუქტების კონცეფციაზეა აგებული. როგორც მისი დამფუძნებელი, გიორგი ტალახაძე BMG-ს უყვება, Ska Juice Bar-ს უკვე ლოიალური მომხმარებლებიც ჰყავს.

„სკა არის პირველი "Juice Bar" საქართველოში, როგორც შეიძლება იყოს რესტორანი, კაფე, სწორედ ასეთი კატეგორიის არის ხილის ბარიც, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ასე თუ ისე სიახლეა. ხილის და ბოსტნეულის ფრეშ წვენები ჩვენი მთავარი პროდუქტია, თუმცა გვაქვს რამდენიმე ინოვაციური სიახლე ქართული ბაზრისთვის, მაგალითად თაფლიანი წყალი ასეთი ფორმით არ ჩამოსხმულა აქამდე” - ამბობს ტალახაძე.

Ska Juice Bar 2020 წელს უკვე მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს ვაკეში. რაც შეეხება ინვესტიციას, გიორგი ტალახაძე ამერიკელ პარტნიორთან ერთად საქმიანობს და 3-4 თვის წინ საკმაოდ დიდი თანამდებობაც დატოვა "თიბისი დაზღვევაში", რათა საკუთარი ბიზნესისთვის მეტი დრო დაეთმო.