მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში პირველები ვართ, რომელმაც ინვესტორს აქციის ფრაქციის ყიდვის საშუალება მისცა" - ოთარ შარიქაძე

61b5e51e6d7af
თათია კაკიაშვილი
13.12.21 10:15
612
“ჩვენ ვართ საქართველოში პირველი, რომელმაც ინვესტორს საშუალება მივეცით, რომ იყიდოს აქციის ფრაქცია. მაგალითად, თუ „ამაზონი“ მომწონს და ღირს 3500 დოლარი, მე შემიძლია, 20 დოლარის ღირებულების აქცია ვიყიდო. ანუ ძალიან მცირე რაოდენობის ფრაქციების ყიდვაც კი შესაძლებელია,“ - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მმართველმა პარტნიორმა ოთარ შარიქაძემ გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა. 

შარიქაძის თქმით, ეს ყველაფერი შესაძლებელია “საქართველოს ბანკის” მიერ შექმნილი ახალი პლატფორმის მეშვეობით, რომელიც მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს. ეს საქართველოში პირველი საინვესტიციო სისტემაა, რომელიც სულ მცირე $1 დოლარის ინვესტიციით მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, დააბანდონ საკუთარი თანხა წამყვანი კომპანიების აქციებში.

„ჩვენ წლებია, ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ განათლებაზე იმისთვის, რომ ხალხს ავუხსნათ, რა არის ინვესტიცია, რატომ უნდა დავიწყოთ ინვესტირება ადრე, რა ბენეფიტები ან რისკები შეიძლება, მოჰყვეს მას. დღეს ჩვენთან ეს ცნობადობა დაბალია“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

ცნობისთვის, “საქართველოს ბანკმა” პროექტი Galt & Taggart-ისა და ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია DriveWealth-ის სისტემის მეშვეობით განახორციელა.