„ლილო მოლი“, ამიერკავკასიის რეგიონში როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობის სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს ყველა ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით და მას უკავია ლიდერის პოზიცია ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ კონკურენტებთან შედარებით, „ლილო მოლი“ 2019 წლის შემოსავლების მიხედვით მოწინავე ადგილს იკავებს. დღეს „ლილო მოლი“ 30 წლის გახდა.
მომხმარებლისა და საკუთარი საქმის ერთგულება, კეთილსინდისიერება და ეფექტიანობა, გუნდურობა და უწყვეტი სწრაფვა სრულყოფისკენ „ლილო მოლის“ მთავარი ფასეულობებია. ამ ფასეულობების გათვალისწინებით, კომპანია 30 წლის განმავლობაში მუდმივად ვითარდებოდა და ბაზრის უცვლელ ლიდერად ჩამოყალიბდა.
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო სავაჭრო კატეგორიებიც სწორედ „ლილო მოლშია“ წარმოდგენილი:
- საბითუმო ვაჭრობა
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
- ქსოვილები და ხალიჩები ;
- სათამაშოები და აქსესუარები;
- ტყავი და ბეწვეული;
- სამშენებლო და სარემონტო მასალები;
- ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო საქონელი;
- ავეჯი და საბავშვო საქონელი.
ამჟამად „ლილო მოლის“ საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი, 6 000-მდე სავაჭრო ობიექტით. ეს არის სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ყოველწლიურად სტუმრობს 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი.
გასული წელი, როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. აქამდე მსგავსი კრიზისული და კრიტიკული სიტუაციების მართვის გამოცდილება გლობალურად, მსოფლიოში არ არსებობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ „ლილო მოლი“ („ელსავაკო“) COVID-19 პანდემიისა და საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების დაწესებამდე, 1991 წლიდან შეუზღუდავად ფუნქციონირებდა. 2020 წლიდან დღემდე „ლილო მოლს“ ორჯერ შეეზღუდა ფუნქციონირება.
ამ პერიოდში ყველაზე დიდი ზარალი ქვეყნის ეკონომიკას მიადგა და კოვიდ 19-ის გავლენის შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტში საბითუმო და საცალო ვაჭრობის წილი წინა წელთან შედარებით 13.9%-დან 11.8%-მდე შემცირდა.
ამ მაჩვენებელზე რამდენიმე ბიზნესს სექტორი ახდენს გავლენას, საქართველოში სავაჭრო და საბითუმო სფეროში რამდენიმე წამყვანი კომპანია არსებობს და აღსანიშნავია, რომ კონკურენტებთან შედარებით, „ლილო მოლი“ 2019 წლის შემოსავლების მიხედვით მოწინავე ადგილს იკავებს.
2019 წლის მონაცემებით, სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ (ჯამურად მეწარმეების ჩათვლით) მიერ საქართველოს ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ ქვეყნის ჯამური ბიუჯეტის 2% შეადგინა, აქედან:
o „ლილო მოლის“ მიერ შეტანილი დამატებითი ღირებულების გადასახადი საქართველოს ბიუჯეტის ჯამური დღგ-ს 3%-ია.
o „ლილო მოლის“ მიერ გადახდილი მოგების გადასახადი ჯამურ ბიუჯეტში შეტანილი თანხის 1%-ს შეადგენს;
o საქართველოს ბიუჯეტში შეტანილი საშემოსავლო გადასახადის ჯამური მოცულობიდან, „ლილო მოლის“ წილი 1%-ია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქონლის საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ მიერ განხორციელებული იმპორტის მოცულობა ქვეყნის იმპორტის საერთო მოცულობის 3%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ბაზრებსა და ბაზრობებზე მოიჯარეთა საერთო რაოდენობა 45 100-ია, საიდანაც 14% „ლილო მოლზე“ მოდის.
ქვეყანაში არსებული ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავლების საერთო წილიდან კი „ლილო მოლის“ წილი მეხუთედზე მეტია (22%).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი