მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცებისას 429 ლარით ჩამორჩება

56711c477548a
BM.GE
16.12.15 11:54
1573
საქართველოში დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო ხელფასი 697 ლარია, რაც მამაკაცების საშუალო ხელფასზე 429 ლარით ნაკლები მაჩვენებელია. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულ მამაკაცთა საშუალო თვიური ანაზღაურება 1126 ლარია. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო ანაზღაურებამ 930 ლარი შეადგინა.

დაქირავებით დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა საშუალო ხელფასები თითქმის ყველა სექტორში განსხვავდება. თუ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ქალის საშუალო თვიური ხელფასი 479 ლარს შეადგენს, მამაკაცებისთვის ეს ციფრი 621 ლარია. სასტუმროებისა და რესტორნების ქსელში დასაქმებული მამაკაცების ანაზღაურება ქალებისას თითქმის ორჯერ აღემატება და ის საშუალოდ 810 ლარს შეადგენს, ქალების შემთხვევაში კი 497 ლარს. ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება ტრადიციულად საფინანსო სექროტში ფიქსირდება. აღნიშნულ სფეროში დაქირავებული მამაკაცების საშუალო თვიური ანაზღაურება 1980 ლარია, ქალების კი 1180. სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებული მამაკაცის საშუალო ხელფასი 1335 ლარია, ქალის კი 1257 ლარი. ქალისა და მამაკაცის ანაზღაურება განსხვავდება განათლების სფეროშიც, სადაც მამაკაცის ანაზღაურება ქალისას 150 ლარით აღემატება. თითქმის 600 ლარით აღემატება ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მამაკაცის საშუალო ანაზღაურება ქალისას.