მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ქარის ოთხი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

6086f06b58f22
სალომე მეცხვარიშვილი
27.04.21 11:22
1795
საქართველოში ოთხი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული პროექტების განხორციელებას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი აპირებს.

როგორც სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, საუბარია ზესტაფონის, ნიგოზას, რუისისა და ცენტრალური ქარის ელექტროსადგურებზე.

“მათი დადგმული სიმძლავრე 200 მეგავატს აღემატება. ყველა ეს პროექტი შესწავლის სტადიაზეა, მთავრდება ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლა, რის შემდეგაც წლის ბოლოსთვის გადავალთ სამშენებლო ფაზაზე და შემდეგი წლისთვის, იმედი გვაქვს, ოპერირებას დავიწყებთ”, - აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები კოვიდინფექციამ შეაფერხა, თუმცა არ დაპაუზებულა. რაც შეეხება ინვესტორებს, გიორგი ჩიქოვანი დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ პროექტებით დაინტერესებულები არიან როგორც - ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები.