მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში "ფაიზერის" დამატებითი 162 630 დოზა შემოვიდა - მინისტრი

61051c5d6ef53
თამთა ჯიჯავაძე
31.07.21 13:46
598
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს საქართველოში "ფაიზერის" დამატებითი 162 630 დოზა შემოვიდა. მისივე განმარტებით, იმუნიზაციის პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდება.

როგორც ცნობილია, აღნიშნული დოზები სახელმწიფოს მიერაა ნაყიდი. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი საქართველოში აშშ-ის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მლნ დოზა „ფაიზერიც“ ჩამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს გაიხსნა და "ფაიზერით" იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მსურველებს რეგისტრაცია ონლაინ www.booking.moh.gov.ge -ს ან ცხელი ხაზის 1522-ის დახმარებით შეუძლიათ.

რეგისტრირებული პირები სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, ვაჟა-ფშაველას N33-ში, დაჯავშნილ ვიზიტამდე 10 წუთით ადრე უნდა მივიდნენ.