21.აგვისტო .2019 10:46

საქართველოში “რაინეარი“ შემოდის-ფრენები ქუთაისის და თბილისის აეროპორტიდან შესრულდება

views 3386
უკან

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, დღეს, 14.00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო' ბრაიენი.

ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.

„მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდიდან დაიწყება ფრენები, Bm.ge დეტალებს აზუსტებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა