მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რძის, ხორცის და კვერცხის წარმოება გაიზარდა – I კვარტლის მონაცემები

5ec564a78e172
თამთა ჯიჯავაძე
20.05.20 22:30
1593
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებს აქვეყნებს რძის, კერცხისა და ხორცის წარმოების შესახებ.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 107.0 მლნ. ლიტრი შეადგინა,
რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 16.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება კვერცხს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 160.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6 პროცენტით აღემატება.