მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რეგისტრირებული 1.38 მლნ მანქანიდან მხოლოდ 1.06 მლნ გადაადგილდება გზებზე - კვლევა

605a393ad417a
თამთა ჯიჯავაძე
24.03.21 00:00
771
ჩვენი შეფასებით, ავტოპარკში რეგისტრირებული 1.38 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მხოლოდ 1.06 მლნ გადაადგილდება გზებზე, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ავტომობილების ბიზნესს ეხება.
მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ავტოპარკის სტატისტიკა ბევრ ძველ, გაუქმებულ ავტომობილს მოიცავს.

„აქტიური ავტომობილების რაოდენობის (1.06მლნ) შესაფასებლად, ჩვენ გამოვიყენეთ შემდეგი მონაცემები:

1. 2019 წელს ტექ-ინსპექტირებული ავტომობილების რაოდენობა
2. ავტომობილები, რომლისთვისაც ტექ-ინსპექტირება არ არის სავალდებულო (მაგ: მოტოტრანსპორტი, სასოფლო სამეურნეო და სპეც.ტექნიკა)
3. ავტომობილები, რომლისთვისაც ტექ-ინსპექტირება არ იყო სავალდებულო 2019წელს (0-4 წლის მსუბუქი ავტომობილები, მსუბუქი ავტომობილები, რომლებმაც 2018 წელს ნებაყოფლობით გაიარეს ტექ-ინსპექტირება)
4. ავტომობილები, რომლისთვისაც ტექ-ინსპექტირება სავალდებულო იყო, თუმცა არ გამოცხადდა ინსპექტირების გასავლელად“, - წერია მიმოხილვაში.